მთავარი ციტატა

„საშუალოდ, ევროპულ სახელმწიფოებზე ორჯერ, სამჯერ სწრაფად ვვითარდებით”

„საშუალოდ, ევროპულზე ორჯერ, სამჯერ სწრაფად ვვითარდებით ყოველწლიურად, მაგრამ იმის გამო, რომ ჩამორჩენა არის ძალიან დიდი (ათმაგი, ოცმაგი ჩამორჩენა გვაქვს ბევრ ეკონომიკურ მახასიათებელთან შედარებით), ის ჩვენი ორჯერ და სამჯერ სწრაფად განვითარების ტემპი არ გვაკმაყოფილებს. აი, მაგალითად, გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტის განვითარების ტემპი არის 1.17%. ჩვენია 4.5%; დიდი ბრიტანეთის 2%-ს არ აღემატება, ხოლო 1.2% აშშ-ს განვითარების ტემპია. ასე რომ, ჩვენი 4.5% ორჯერ და სამჯერ მეტია მათზე. ეს ქვეყნები რომ ბევრად არიან წინ წასულები, ამიტომაც ჩვენი დღევანდელი განვითარების 2-3% არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნებს 2 და 3 წელში დავეწევით”.

ზაქარია ქუცნაშვილი, “ქართული ოცნების” წევრი

TVპირველის ეთერი

იტვირთბა....