“ევროპული საქართველოს” წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უჭკუო კაცი არ არის, მაგრამ როგორც კი ილია ჭავჭავაძეობას ინდომებს და თავს ერის სულიერ მამობაზე დებს, იმ წუთში ჩანს მისი რეალური შესაძლებლობა.
მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისგან“ უტიფრობა გასაკვირი არ არის და ივანიშვილი უტიფრობასთან ერთად,ფარისეველია.
“ზვიად გამსახურდიასთან ისეთივე სენტიმენტები აკავშირებს, როგორიც ქვეყნის რომელიმე კუთხეში მომხდარ რაღაც ამბავთან. ალბათ, მე უფრო განვიცდი, ვიდრე ივანიშვილმა განიცადა 9 აპრილი ან ზვიად გამსახურდია. რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიცია განხეთქილებას თესავს, შვიდი წლის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერ თემაზე პასუხად გვესმის, ცხრა წელი და არა ის, როგორ მოაგვარებენ პრობლემას. მუდმივად ცხრა წელი გვესმის. ვინ ყოფს ერს და ვინ აერთიანებს, ამას იმედი მაქვს, ჯანსაღი აზროვნების ნებისმიერი ადამიანი მიხვდება. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ის არის ჭკვიანი, მაგრამ უწიგნური კაცი“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილის კომენტირებისას.
ივანიშვლიმა წერილი 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა.