ახალი ამბები მთავარი სამართალი

იტალიაში საქართველოს მოქალაქე კაფე-ბარის სტუმრებს ნიჩბით დაესხა თავს

იტალიაში, ქალაქ მოლფეტაში წელს ზემოთ შიშველი საქართველოს მოქალაქე ერთ-ერთი კაფე-ბარის სტუმრებს თავს ნიჩბით დაესხა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელსაც სხეულზე ჭრილობები აღენიშნებოდა, აცხადებდა, რომ გულის არეში ტკივილს გრძნობდა, შემდეგ სტუმრებს ნიჩბით დაესხა თავს და კარაბინიერების მოსვლამდე გაიქცა. მათივე ცნობით, მამაკაცს მხედველობის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მანქანა დაეჯახა.

პოლიციელებმა ის ბართან ახლოს დააკავეს და ამჟამად პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

იტვირთბა....