ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა აშენდება” – ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, 2020 წლიდან საქართველო შეძლებს, ელექტრომობილები აწარმოოს.

პრემიერი თქმით ქარხანა ქუთაისში აშენდება.

“მინდა, დიდი სიხარულით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ პირველად ჩვენს რეგიონში, საქართველოში იწყება ელექტომობილების წარმოება. კომპანია ჩანგანმა, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ელექტრომობილების მწარმოებელი, რომლის სტრატეგიული პარტნიორები არიან ისეთი გიგანტები, როგორი არის ვოლვო, ფოლცვაგენი, ფორდი მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში აშენდება ელექტომობილების ქარხანა და უკვე 2020 წლიდან, ჩვენ შევძლებთ ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები.

ჩვენ შევარჩიეთ ქალაქიც, ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ინდისტიული გამოცდილება, ქალაქი, რომელიც თითოეულ ქართველს უყვარს. ეს ელექტრომობილების ქარხანა აშენდება ქუთაისში. მინდა, ქუთაისელებს მივულოცო ეს დიდი ამბავი.

ქარხნის წარმადობა იქნება 40 ათასი ავტომობილი, საიდანაც 50% შიდა ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 20 ათასი ავტომობილი ექსპორტზე იქნება გატანილი ევროკავშირში.

ეს არის უდიდესი წარმატება, ელექტრომობილები, საქართველოში წარმოებული წარწერით Made in Georgia იქნება მთავარი საექსპორტო პროდუქტი ევროპულ ბაზარზე საქართველოდან.

ჩვენ ამ ქარხანაში დავამზადებთ 4 მოდელის ელექტრო-ავტომობილებს, რომელიც განკუთვნილი იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ, გაყიდონ თავიანთი ძველი მანქანები და შეიძინონ ახალი ელექტრომობილები. ეს იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის. მინდა, ასევე გითხრათ ისიც, რომ ჩვენ მოგვიწია ძალიან დიდი კონკურენციის დაძლევა. რამდენიმე ძალიან მსხვილი და ძლიერი ქვეყანა აცხადებდა ინტერესს, რომ მათთან შექნილიყო ეს საწარმო”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იტვირთბა....