დიდ დიღომში აფეთქებას “ყაზტრანსგაზის“ სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
კომპანიის ცნობით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ბინა, სადაც აალება მოხდა, მეზობლების ინფორმაციით, ქირავდებოდა და ამ დროისთვის დაკეტილი იყო. დამქირავებლებმა საცხოვრებელი ფართი, წინასწარი ინფორმაციით, გუშინ დატოვეს. „ყატრანსგაზ თბილისი“ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ დატოვოთ გაზდანადგარები უყურადღებოდ, გაუფრთხილდით თქვენი და მეზობლების სიცოცხლეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დიღმის მასივში აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა.