დიღმის მასივში, მეოთხე კვარტალში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
ფაქტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს, თუმცა უწყების ცნობით აფეთქების მიზეზი და სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, დაკეტილი იყო.