ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი დაშავდა

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ბაქრაძის ქუჩასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დაშავებულია მცირეწლოვანი ბავშვი და მისი დედა.

მომხდარის შემდეგ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა დაშავებული ბავშვის მამასა და მეორე ავტომობილის მძღოლს შორის. მძღოლი სამართალდამცველებსაც დაუპირისპირდა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მძღოლი სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

იტვირთბა....