ახალი ამბები მთავარი ციტატა

ღარიბაშვილი – ხშირად გვსაყვედურობენ რით ვერ დავასრულეთ 9 წელზე საუბარი, ამას დესტრუქციული ძალები გვაიძულებენ

“არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ვითარება არის ისეთი, ისეთი მოცემულობა გვაქვს ქვეყანაში, რომ აუცილებელია ამაზე კონცენტრაცია და ანალიზი  – ეს არის დესტრუქციული, არა კონსტრუქციული, რევანშისტული ოპოზიცია, რომელიც კარგს არაფერს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. ხშირად ჩვენ გვსაყვედურობენ, მათ შორის ჩვენი მომხრეებიც, რომ რით ვერ დავასრულეთ ცხრა წლიან რეჟიმზე საუბარი. ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს მეგობრებო. ამას ჩვენ გვაიძულებენ ის რევანშისტული, დესტრუქციული ძალები, რომლებიც აცხადებენ ჯერ კიდევ პრეტენზიას არა თუ პოლიტიკაში დარჩენის, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნების, რასაც ჩვენ ვპირდებით, თქვენთან ერთად, არასოდეს არ დავუშვებთ. საქართველოში აღარ დაბრუნდება ძალადობრივი რეჟიმი, ის რეჟიმი, რომელმაც ჩვენი ეს ძვირფასი მხარე, ჩვენი სამეგრელო, ჩვენი სიამაყე, ძალიან გაანაწყენა, ძალიან გაამწარა. მე პირადად ვიცი უამრავი ისტორია. ეს ისტორიები არ მავიწყდება და არასოდეს დამავიწყდება, თუ როგორი ძალადობრივი რეჟიმით იქცეოდა წინა ხელისუფლება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენაზე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

იტვირთბა....