aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე – მნიშვნელოვანია სამეგრელოს წინსვლა იმიტომ, რომ ზუგდიდი ყველაზე ახლოსაა აფხაზეთთან

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რეგიონების განვითრება, განსაკუთრებით, სამეგრელოს წინსვლა იმიტომ, რომ ზუგდიდი ყველაზე ახლოსაა აფხაზეთთან. ჩვენ ყველას უნდა ვაჩვენოთ, როგორ ვითარდება ჩვენი ქალაქები, როგორ ვითარდება ჩვენი რეგიონები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ზუგდიდში საარჩევნო კამპანიის დაწყებისას განაცხადა.

“რა თქმა უნდა, წინსვლა გარდაუვალია, მაგრამ ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ერთად დგომა. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ, მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, თუმცა დამეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი. ჯერ კიდევ არსებობს სოციალური პრობლემები. რა თქმა უნდა, ქვეყანა ეკონომიკურად კიდევ უნდა განვითარდეს, კიდევ უნდა გავძლიერდეთ, კიდევ უნდა განვითარდეს რეგიონები და ქალაქები, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი, ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ კეთილდღეობა უნდა იგრძნოს საკუთარ თავზე”, – აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია წარადგინა.

 

იტვირთბა....