ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მომდევნო სამი დღის ამინდის პროგნოზი ცნობილია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-8 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 5-6 აპრილს +17+22 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 7 აპრილიდან +21,+26 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, ღამით მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა +16, +21 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

ქ. თბილისში 6 აპრილს, დღის საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსი იქნება. დანარჩენ დღეებში უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს.

იტვირთბა....