მთავარი ციტატა

ახლა მაინც გამოძვერით ამ კრიმინალური ოპერაციიდან – ელენე ხოშტარია კობა გვენეტაძეს

„ბოლო-ბოლო, რომ გაგვაგებინოთ. ამბობთ, რომ გათეთრებაზე საერთოდ პოზიცია არ მაქვსო, ვერ ვიტყვი, არის თუ არა გათეთრებაო. ამასთანავე, მამუკა ხაზარაძე საუბრობდა, რომ თქვენ მას ჰპირდებოდით წერილს, სადაც ახსნილი იქნებოდა, რომ ფულის გათეთრებასთან მიმართებაში პრობლემა არ არსებობს. ადასტურებთ თუ არა ამას. არსებობს წერილი, რომელშიც თქვენ ცალსახად ამბობთ, რომ თქვენს ინსპექტირებაში იყო საუბარი მხოლოდ ინტერესთა კონფლიქტზე და არა ფულის გათეთრებაზე. გაგვაგებინეთ, ფულის გამთეთრების იარლიყი რომ მიაწებეთ ამ კაცს, თქვენ ცალკე ხართ? მაშინ გვითხარით, რომ პროკურატურამ ტყუილად მიაწება ეს იარლიყი. ახლა მაინც დაიკავეთ მკაფიო პოზიცია და ახლა მაინც გამოძვერით ამ კრიმინალური ოპერაციიდან”.

ელენე ხოშტარია, ევროპული საქართველოს წევრი
ამ სიტყვებით მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს მიმართა

ამავე თემაზე
ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....