ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კოვზანაძე: თიბისის” საკითხი პოლიტიკურ ჭრილშია გადატანილი

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით,,„თიბისი ბანკის“ საკითხი არის პროფესიული.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ხდება „თიბისი ბანკის“ საქმის პოლიტიზირება, რაც აჩენს ბევრ კითხვას.

მისვე აზრით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ამ მიმართულებით არსებულ ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს და თემა დაიხუროს.

„თიბისი ბანკის“ საკითხი არის პროფესიული საკითხი. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გადატანილია პოლიტიკურ ჭრილში და არის გარკვეული აჟიოტაჟი. ვფიქრობ ბატონმა კობა გვენეტაძემ პასუხი უნდა გასცე სიმ კითხვებს,რომელიც ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით არის დაგროვილი.

ეს თემა უნდა დაიხუროს დღეს, უზარმაზარი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უამრავი კითხვა არსებობს და ვფიქრობ რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ექნება სრულყოფილი პასუხები იმ კითხვებთან მიმართებაში, რაც „თიბისი ბანკის” საკითხზე არსებობს,“- აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.

იტვირთბა....