ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: სიკვდილით დასჯის შემოღება შეურაცხმყოფელია, აფხაზი ადამიანებისთვის

“აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი რას მიიღებს, არ ვიცი, თუმცა ეს[სიკვდილით დასჯის შემოღება], შეურაცხმყოფელია, აფხაზი ადამიანებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

„საქართველოში კანონით სიკვდილით დასჯა არ არსებობს, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი რას მიიღებს, არ ვიცი, თუმცა ეს შეურაცხმყოფელია აფხაზი ადამიანების მიმართ. 21-ე საუკუნეში სიკვდილით დასჯა სირცხვილია და იქ, სადაც რუსული ოკუპაციაა, ასეთი ანომალიები ხდება“, – განაცხადა სესიაშვილმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი რაოდენობის ნარკოტიკებით ექსპორტისა და იმპორტისთვის სიკვდილით დასჯა დაწესდა.

იტვირთბა....