„კონკრეტულ კითხვაზე – მოხდა თუ არა მძინარე ცხინვალის დაბომბვა? ჩემი კონკრეტული პასუხია – არა!”, – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ “მინისტრის საათის” დროს პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატების კითხვას, რომელთაც აინტერესებდათ ლევან იზორიას პოზიცია სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილმა დაბომბა მძინარე ცხინვალი.