ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედაც გამოცხადდება – ბახტაძე

„დღეს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი, რომელიც არის წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე, ასევე, დადგინდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივა, რომელსაც ბუნებრივია, ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ“, – განაცხადა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ.

იტვირთბა....