fbpx
ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

მიმდინარე წელს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყება

მიმდინარე წელს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყება, სამუშაოები 2021 წელს დასრულდება – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ კულტურის მიმართულებით განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, გასულ წელს დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების და ელექტროობის ახალი სისტემები, შეიცვალა განათების ქსელი. 2019 წელს გამოცხადდა კონკურსი სასახლის არქიტექტურული კომპლექსის კვლევა-პროექტირებაზე და მალე დაიწყება სასახლის სრული რეაბილიტაცია.
„სასახლე, რომელიც 4000 ბავშვს ემსახურება, წლების განმავლობაში საჭიროებდა რეაბილიტაციას. აქ უმძიმესი მდგომარეობაა. ვიწყებთ ამ სასახლის რეაბილიტაციას. წელს 8 მილიონი ლარია გამოყოფილი იმისთვის, რომ სამუშაოები ჩატარდეს. ორი წლის თავზე ჩვენ ვიხილავთ ამ შენობის სრულად რესტავრირებულ ისტორიულ ნაწილს. შვიდკაცას გუნდი შევიდა სასახლეში და მადლობა მათ ამისთვის, გარდა ამისა, შეიქმნა თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი. ეს სასწავლო პროცესში, შეიძლება ითქვას, რევოლუციური ნაბიჯია“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

სხვა ამბები

პარლამენტთან აქციაზე პუტინის ბანერზე ფეხით გადაიარეს

newsadmin

“”25 წლის განმავლობაში პირველად გვაქვს 7-წლიანი უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა” – ღარიბაშვილი

newsadmin

“დიდი მსახიობი, დიდი ნიჭი, დიდი რეჟისორი და მოქალაქეობა სხვადასხვა რამეა” – კიკაბიძე

newsadmin

“ამ ხელისუფლებისთვის პრორუსული ძალები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე თავისი მოქალაქეების სიცოცხლე და კეთილდღეობა” – თაბაგარი

newsadmin

“ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია არ არის, ხელისუფლება თვითონ ცდილობს, ასეთი რამ შექმნას” – ხუხაშვილი

newsadmin

“ბატონმა ნიკა მელიამ კიტოვანობა მოინდომა და თავი განმათავისუფლებლად წარმოგვიჩინა” – ღარიბაშვილი

newsadmin
იტვირთბა....