ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: შრომითი უფლებების დასაცავად, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა

„შრომითი უფლებების დაცვა და მისი სრულად რეალიზაცია არის კომპლექსური ამოცანა, სადაც მნიშვნელოვანია, ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა, ერთი მიზნისთვის, რათა დაცული იყოს შრომითი უფლებები“, –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ თალაკვაძემ „მეტრონომს“ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ბოლო რამდენიმე წელიწადში, ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა.

„შრომითი უფლებების დაცვა და მისი სრულად რეალიზაცია არის კომპლექსური ამოცანა, სადაც მნიშვნელოვანია, ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა, ერთი მიზნისთვის, რათა დაცული იყოს შრომითი უფლებები. რაც შეეხება ხელისუფლებას, ამ რამდენიმე წელიწადში, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, კერძოდ, გამკაცრდა კანონმდებლობა და დაიხვეწა მთელი რიგი მიმართულებით, შეიქმნა შრომითი უფლებების მდგომარეობის შემოწმებისა და ინსპექტირების კონკრეტული მექანიზმი, რომლის მანდატიც გაფართოვდა და დაემატა თანამშრომლებიც. რა თქმა უნდა, რეფორმები ამ მიმართულებით გრძელდება. ეს უნდა აისახოს შრომით გარემოზეც და ბუნებრივია, უნდა მოხდეს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვა, ამისათვის კი საჭიროა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა, ერთი მიზნის გარშემო“, – განმარტა არჩილ თალაკვაძემ.

ფოტო: Georgian Institute of Politics საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

იტვირთბა....