ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახალქალაქის სამლოცველოს დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ახალქალაქში დაუდგენელი პირები სამლოცველოში შეიჭრნენ და სიწმინდეები დააზიანეს. დილით სალოცავად მისულ მოქალაქეებს, ხატები გადმოყრილი და დამტვრეული დახვდათ. მე–13 საუკუნის სამლოცველოში ხულგუმოსა და ბავრას მოსახლობა წლებია ლოცულობს.

“დილით, როდესაც ჩვენ მივედით წმინდა ადგილზე, დავინახეთ, რომ ყველაფერი დამტვრეული იყო. ხატები სამლოცველოში ჰქონდათ მიმოფანტული. ეს ჩვენთვის წმინდა ადგილია, ხალხი აქ სალოცავად დადის. დაუდგენელმა პირებმა ჩვენი სიწმინდეები შეურაცხყვეს. არ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ”, – განუცხადეს თვითმხილველებმა jnews.ge-ს.

ადგილობრივები მომხდარის გამოძიებას ითხოვენ.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 259-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ფოტოს ავტორი: http://jnews.ge

იტვირთბა....