ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ცნობილი ხდება ბოინგ 737-ის კატასტროფის მიზეზი, რომელმაც 157 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

ცნობილი ხდება წინასწარი შედეგები, ეთიოპიაში, ბოინგ 737-ის ავიალაინერის კატასტროფისა, რომელიც მიმდინარე წლის მარტში მოხდა. როგორც ABC News იუწყება, ავიატრაგედიის მიზეზი ან ფრინველი, ან რაღაც გაურკვეველი უცხო საგანი უნდა იყოს, რომელმაც მწყობრიდან გამოიყვანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მართვისთვის აუცილებელი სენსორი.

თვითმფრინავის ავტო-პილოტის რეჟიმზე გადასვლა ვერ მოხერხდა. სენსორთან დაკავშირებული პრობლემის გამო გააქტიურდა აფეთქების საწინააღმდეგო სისტემა, რის გამოც თვითფრინავმა სიმაღლე დაკარგა, რაც საბოლოოდ, ტრაგიკულად დასრულდა.

შეგახსენებთ,  მარტში, ეთიოპიაში მომხდარ ავიაკატასტროფას 157 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

იტვირთბა....