ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მოსახლეობის 77% მიაჩნია, რომ მთავრობის წევრებს საკუთარი ბიზნესი აქვთ

მოსახლეობის 58,6%-ს სჯერა, რომ თანამდებობის პირები თანხის სანაცვლოდ მფარველობენ ბიზნესს, – ამის შესახებ  ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა.

საქართველოს მოსახლეობის 68,8% მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები ძალაუფლებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით იყენებენ.

მოსახლეობის 77,2% მიაჩნია, რომ მთავრობის წევრებს საკუთარი ბიზნესი აქვთ.

გამოკითხულთა 68% მიიჩნევს, რომ მინისტრის ნათესავს ნაკლები უნარებით უფრო მეტი შანსი აქვს დასაქმდეს, ვიდრე კანდიდატს შესაბამისი უნარებით.

კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოკითხა; გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.

იტვირთბა....