ახალი ამბები მთავარი სამართალი

სააკაშვილი – არასოდეს, ჩემს დროს, არც ერთი პირადი ცხოვრების კადრი არ გასულა

“არასოდეს, ჩემს დროს, არც ერთი პირადი ცხოვრების კადრი არ გასულა, რატომ არ გასულა? ძალიან მარტივია რა, შეიძლება, ვიღაც იღებდა, მე რავიცი. რანაირაც უნდა მცოდნოდა, მაგის გაკონტროლება შეუძლებელია, არავის დონეზე, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ეს არ კონტროლდება. უკაცრავად, თუ ვიღაცა რაღაცას ჩათლახობს თავისთვის და რაღაცას ჩალიჩობს, ეს არსად არ კონტროლდება. (რომ გამეგო ბესელია ჩაწერეს) თავს მოვაძრობდი ყველას, ვინც ჩაწერა, იმიტომ, რომ ჩემი პირადი პრინციპია, რომ ეს არ კეთდება, ამიტომაც არასდროს გამოსულა ჩემ დროს [კადრები]. როდესმე ჩემგან გაგიგიათ ჭორაობა ვინმეს პირად ცხოვრებაზე?“ – განაცხადა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში “კვირის აქცენტები”.

იტვირთბა....