ახალი ამბები მთავარი სამართალი

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი – ჩემი მიზანი სიმართლის დამტკიცებაა

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკითხვა დასრულდა. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის განცხადებით, მისი მიზანი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის გასამართლება არ არის.

„ეს ჩემი მიზანი არ არის. დოკუმენტი – სამხარაულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა უბრალოდ, ერთ-ერთ საქმეში იყო ჩადებული და სიტუაციამ ამოატივტივა. ჩემი მიზანი სიმართლის დამტკიცებაა“, – განაცხადა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკითხვა გაგრძელდება.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ექსპერტიზასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისი გამოკვლევის შედეგები სამართალდამცავ ორგანოებს არ ეცნობა, რადგან მაშინ ასეთი ვალდებულება უწყებას არ ჰქონია.

იტვირთბა....