ახალი ამბები მთავარი

თბილისის ბაღების კვების რაციონიდან არაჟანი, ხაჭო და ყველი შეუსაბამობის გამო, დროებით, ამოიღეს

არაჟანში, ხაჭოსა და ყველში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამო, თბილისის ბაგა-ბაღების კვების რაციონიდან აღნიშნული პროდუქტები დროებით ამოიღეს.

ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს განმარტებით, პროდუქტები გამოიკვლიეს 13 ბაღში, აქედან ერთში კი შეუსაბამობა დაფიქსირდა.

კომპანია “ქობულეთურის” მიერ წარმოებულ არაჟანსა და ხაჭოში მცენარეული ცხიმი, ხოლო სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის მიერ წარმოებულ ყველში რძის ფხვნილი აღმოჩნდა.

“2019 წლის 7 მარტს ბაღების სააგენტომ სურსათის ეროვნული სააგენტოს კვლევაზე დაყრდნობით მოგვწერა, რომ ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ მოწოდებული რძის პროდუქტების – ყველის, ხაჭოს, არაჟნის მიწოდება შეგვეწყვიტა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თავისი ინიციატივით 13 ბაღში ჩაატარა კვლევა და არაჟნისა და ხაჭოს შემთხვევაში ერთ კონკრეტულ ბაღში აღმოჩნდა დარღვევა, ხოლო ყველის შემთხვევაში 10 ბაღიდან მხოლოდ ერთში. ეს ნიმუშები არის ერთსა და იმავე დღეს ამოღებული და ერთი და იმავე პარტიის ყველი. ჩვენ გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ ეს შეიძლება იყოს ლაბორატორიის მიერ დაშვებული შეცდომა, რადგან ერთი კონკრეტული თარიღითა და პარტიით მიწოდებული ყველი როგორ შეიძლება იყოს სხვადასხვა შემადგენლობით?”,- განაცხადა ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომმარაგებელი კომპანიის, “ნილის” წარმომადგენელმა თეონა ნინოშვილმა.

რაც შეეხება კომპანია “ქობულეთურის” წარმომადგენელს,  ის ნიმუშების გაგზავნას თურქეთის ერთ-ერთი ლაბორატორიაში გეგმავს, რადგან შედეგებში ეჭვი ეპარება..

იტვირთბა....