მთავარი სამართალი

კილაძე – გამოსავალია სანქციების გამკაცრება და აღსრულების გაუმჯობესება

“სიტუაცია არის ძალიან მძიმე. ჩვენი არაერთი რეფორმის მიუხედავად, უკვე მერამდენე ადამიანი იღუპება სამუშაო ადგილზე. ჩვენი შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა ვერ იცავს ადამიანებს სიკვდილისგან. ფაქტია, რომ ჩვენს მიერ მიღებული კანონები არ არის საკმარისი ადამიანების სიცოცხლის დასაცავად. ვხედავთ, რომ გვაქვს უკეთესი აღსრულების მექანიზმები. ფაქტია, რომ უპასუხისმგებლო, მეტ მოგებაზე ორიენტირებულ ზოგიერთ კომპანიას არ აქვს სანქციების შიში.
რა არის გამოსავალი? გამოსავალია სანქციების გამკაცრება და აღსრულების გაუმჯობესება. ამას სჭირდება საბიუჯეტო თანხები. და თუ ფინანსთა მინისტრი გვეტყვის, რომ მას არ აქვს ამისთვის ფული ბიუჯეტში, ჩვენი პასუხი იქნება, რომ უნდა გამოვნახოთ! არ შეიძლება ბიზნესის სოლიდური მოგების დაცვა ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე”, – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.

იტვირთბა....