კალაძის დამცველი რომ არ ვარ, მოგეხსენებათ, მაგრამ ძალიან მდარე საქციელი მგონია პოლიტიკოსების სახლებთან პროტესტი. ოჯახი არაფერ შუაშია! წესით სულმა უნდა წამძლიოს და გული მოვიფხანო – მე და ჩემს ოჯახს რომ სადღობელაშვილს გვიგზავნიდნენ, ახლა რომ მას მიადგნენ. მაგრამ, რაც არასწორია, არასწორია – არასწორია როგორც საკონსტიტუციოს მოსამართლეების სახლებთან იყო, როგორც მეჩითოვის სახლთან იყო, როგორც ბოკერიას სახლთან იყო. ერთი ისაა, რომ ეს ხალხი ცივილიზებულად იქცევა, კალაძის მოკავშირეებისგან განსხვავებით – პამიდვრებს არ ესვრიან შენობას და არც აზიანებენ.
თამარ ჩერგოლეიშვილი, “ტაბულას” დამფუძნებელი