გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ნალექიანი ამინდი მიმდინარე კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.
სააგენტოს ცნობით, 3 აპრილს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. ტემპერატურა +12 +17 გრადუსამდე მოიმატებს.
2-3 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 2 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ტემპერატურა 2-4 აპრილს +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს.