ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მეორე მუშაც გარდაცვლილი იპოვეს 

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მეორე მუშაც გარდაცვლილი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახრის ინფორმაციით, გარდაცვლილია 1979 წელს დაბადებული მამაკაცი.

სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, რომელიც 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ადგილზე მუშაობდა 35 მეხანძრე-მაშველი.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ მიწის მასის ჩამოშლამ მოიყოლა მეორე მუშაც, 1993 დაბადებული მამაკაცი მოიყოლა, რომელიც მაშველებმა ასევე გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....