ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში 26 წლის ახალგაზრდა დაჭრეს, ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაჭრილის მდგომარეობა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ექიმების ინფორმაციით, მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლილი საფანტის ტყვიითაა დაჭრილი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.