მარნეულში საკრებულოს წევრის რაგიმ ასკეროვის დაკავებასთან დაკავშირებით, „ერთიან ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.
როგორც პარტიის წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, ასკეროვს მარნეულის საკრებულოში არ აქვს ისეთი თანამდებობა, რომ მოქალაქეები დაასაქმოს. მისივე განცხადებით, მან თანხა ისესხა და ქრთამი არ აუღია.
„საქმე გაქვს აგენტ პროვოკატორის გამოყენებით „ქართული ოცნების“ მხრიდან პროვოკაციის მოწყობასთან გვაქვს, ჩვენ ამ ბრძოლაში გაათმაგებული ძალისხმევით ვიქნებით წარმოდგენილები“, – განაცხადა მიქელაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის საკრებულოს წევრი, რაგიმ ასკეროვი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.