„მურუსიძე – ეს არის სიმბოლო ჩვენი ქვეყნის უბედურების, როდესაც ხელისუფლებები ეპოტინებიან მონებს და არა მართლა ღირსეულ მოსამართლეებს. ვიდრე გვექნება ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება, რომ მათ უნდათ თავიანთი ინტერესების გატანის ინსტრუმენტის ქონა, ხელისუფლების დამორჩილებისა და ადამიანების დაჩაგვრის, მანამდე ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ამ ყველაფრის სიმბოლოა მურუსიძე და ძალიან ცინიკურია, რომ ის დღესაც კი ამბობს, ზუსტად იმავე განაჩენს გამოვიტანდი გირგვლიანზეო. აქ იმაზეც კი არ არის ლაპარაკი, რომ რაიმე ტიპის გააზრება მოხდა გირგვლიანთან დაკავშირებით საშინელი დანაშაულის, პირიქით, ახლაც ამას იძახის. ამ ხელისუფლებას უნდა სწორედ ასეთ ტიპის მართვა: სასამართლოს დამორჩილება, ადამიანების გასრესვა. ამ ყველაფრის სიმბოლო მურუსიძე, ჩინჩალაძე და მოსამართლეების „კლანია“.
ელენე ხოშტარია, ევროპული საქართველოს წევრი