ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 31 მარტს, კვირას, დილის 09:30-დან 10:30 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
“დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.