ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის აზრით, ძალიან სერიოზულ საყვედურს მიიღებენ ორგანიზაციები, ვინც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.
„ანგარიშში გვხვდება, რომ თითქოს საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება მარიხუანას კულტივაციის შესახებ. ეს ასე არ მომხდარა, რადგან ჩვენ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტიდან უკან გავიწვიეთ. ეს სერიოზული უხერხულობაა და იმედია, მომავალში ჩვენს მთავარ პარტნიორს ასეთი უხერხულობა აღარ შეექმნება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2018 წლის ივლისში საქართველომ სამედიცინო მიზნებისათვის მარიხუანას კულტივაციისა და წარმოების ლეგალიზება და მარიხუანას პირადი მოხმარების დეკრიმინალიზება მოახდინა.