აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ფულის გათეთრება ხდებოდა.
ამავე ანგარიშის თანახმად, საქართველოში არალეგალური შემოსავლის ძირითადი ნაწილი უკავშირდება საბანკო თაღლითობას, კიბერდანაშაულს, თანხების უკანონო მითვისებას.
„არსებობს არალეგალური ნარკოტიკების ადგილობრივი ბაზარი და ასევე ხდება ნარკოტიკების ტრანზიტი საქართველოს გავლით. რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ტერიტორიები საქართველოს მთავრობის კონტროლის გარეთ არის და მონიტორინგს არ ექვემდებარება. ქართველმა სამართალდამცველებმა მეტი ყურადღება უნდა გაამახვილონ ორგანიზებულ დანაშაულსა და ფულის გათეთრებასთან კავშირების დადგენაზე. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეიმუშაონ ტაქტიკური მიდგომა შესაბამის ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის გააქტიურებისთვის”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.