“ბევრ თქვენგანს მოეხსენება, რომ ჩვენ რეგიონებში სოციალური მუშაკების აყვანის სერიოზული პრობლემა გვაქვს, ვინაიდან ზოგადად მცირეა სოციალური მუშაკების რაოდენობა საქართველოში, ძირითადად მაინც კონცენტრირებულია თბილისში.
იმის გათვალისწინებით, რომ 2019 წელს სერტიფიცირების პროგრამა ამოქმედდება და იმ სოციალურ მუშაკებს, რომლებსაც არ აქვთ განათლება სოციალურ მუშაობაში, სერტიფიცირების პროგრამის გავლის საშუალება ექნებათ. ვფიქრობთ, რომ ეს წელი, სერტიფიცირების პროგრამა და ტრენინგები მოგვიგვარებს კვალიფიკაციის პრობლემას, განსაკუთრებით რეგიონებში”.
თამარ ბარკალაია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე