ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

კორკოტაშვილი – 17 მაისსა და ლგბტქ პრაიდის კვირეულის დროს სახალხო სეირნობა მოვაწყოთ

ერთი აზრი დამებადა და თუ ჭკვიანურად ჩათვლით, თავი მოვაბათ მოსახლეობამ თუ ხელისუფალმა არ ითავა საპატრიარქოსთან ერთად!

LGBT თემი 17 მაისს და ივნისში  აპირებენ აღლუმის გამართვას (სიმართლე გითხრათ, რას ზეიმობენ, ძნელი გასაგებია).

წინა წლებში მავანნი ამბობდნენ, საერთოდ იგნორი უნდა გავუკეთოთ იმიტომ, რომ მერე აურზაურებისთვის აფინანსებენ ამ ავადმყოფების მხარდამჭერ არასამთავრობოებსო!

არის სიმართლის რაღაც მარცვალი, მაგრამ არა მგონია, რომ სახლიდან უყუროს ამ უმსგავსობას, ქალაქის ცენტრში უზნეობის პროპაგანდას ქართველმა და ღირსეულმა ერებმა!

უბრალოდ, სახალხო სეირნობა რომ მოეწყოს ამ დაძაბულ დღეებში, ყველანაირ ექსცესს ავარიდებდით საზოგადოებას და მსოფლიოც ნახავდა, რა აზრისააა ქართველი ხალხი ოჯახის სიწმინდეზე”, – განაცხადა “ქართული მარშის” ლიდერმა გია კორკოტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 18-23 ივნისს თბილისში ლგბტქ პრაიდის გამართვა იგეგმება. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში პრაიდის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

“მეტრონომი” ემიჯნება ჰომოფობიურ განცხადებებს

წყარო: ტაბულა

იტვირთბა....