“სოცმუშაკების აქცია, ჩემი შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე ღირებული, ერთგავარად დაგვიანებულიც კი, პროტესტია ჩვენს რეალობაში”, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.
მისი შეფასებით, ამ პროტესტს წესით ყველაზე მეტი მხარდამჭერი უნდა ჰყავდეს.
“მაგრამ ეს მხარდაჭერა არ ჩანს!
დღეს ჩემს ერთ-ერთ მეგობარს, ლალი ჩხეტიას პოსტი ჰქონდა გაზიარებული: “რას ითხოვენ სოცმუშაკებიო”. წავიკითხე, გავიგე.
წავაკითხე ჩემს გვერდით სავარძელში მოკალათებულ ქალბატონს და ნეტავ ეს რას ნიშნავსო.
მისი კითხვა კი სრულიად ლოგიკური და სამართლიანი იყო.
1. როდესაც ქუჩაში გადიხარ, ეს პოლიტიკური აქციაა.
3. ქუჩაში პროტესტი მხარდაჭერას ითხოვს, სხვაგვარად მარგინალურო გახდება და შედეგს არ გამოიღებს.
3. თუ ქუჩაში გასვლა დაგჭირდა ესე იგი აკადემიური, პროფესიონალთა დოსკუსია მანამდე უშედეგო იყო, არც პასუხისმგებელ პირებს ესმოდათ.
4. ქუჩა იძულების თითქმის ბოლო ღონისძიებაა.
5. საკითხი, კიდევ ერთხელ, უკიდირესად მნიშვნელოვანი, ღირებული და სასიცოცხლოც კი ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის.
იმ პოსტში ეწერა “საქმის კარგად კეთების საშუალებებს” ითხოვს ეს პროტესტიო. ეს კი ახსნას, სწავლებას მოითხოვს.
აგვიხსენოთ, გვასწავლეთ! ჩვენ მოსარგებლეებს, ვისთვისაც, ვისი დაცვისთვისაც დაგჭირდათ პროტესტი მოგვიყევით რატომ უნდა დაგიდგეთ გვერდში.
საჭირო საქმეა!
მისი კარგად კეთება უმნიშვნელოვანესი!
კარგად კეთების საშუალებების არსებობა სასიცოცხლო!
მაგრამ მიაწვდინეთ ხმა მოსარგებლეებს. ეს პირველ როგში მათ სჭირდებათ, ვისზეც ზრუნავთ.
პროტესტს მხარდაჭერა, სოლიდარობა სჭირდება!
მე მზად ვარ, გამოგყვეთ, ჩემ გვერდით სავარძელში მჯდომი ქალბატონი არა, იმიტომ არ იცი, რატომ უნდა იყოს სოლიდარული”, – წერს ხიდაშელი.
სოცმუშაკების აქცია, ჩემი შეფასებით, ერთ ერთი ყველაზე ღირებული, ერთგავარად დაგვიანებულიც კი, პროტესტია ჩვენს რეალობაში!…
Gepostet von თინათინ ხიდაშელი / Tinatin Khidasheli am Donnerstag, 28. März 2019