საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, სქემაში ჩართვიდან სამი თვის თავზე, 40 წლის ასაკს პირებს, დაგროვებითი საპენსიო სისტემის დატოვება შეუძლიათ განცხადების საფუძნველზე.
დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვიდან მისი დატოვების შესახებ სამი თვის შემდეგ განცხადების დასაწერად მხოლოდ ორი თვეა განსაზღვრული. თუ ამ ორი თვის განმავლობაში მოქალაქე არ დატოვებს სქემას, ის დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილედ დარჩება.
განცხადების დაწერა შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ოფისში, მისამართზე – თბილისი, ყიფშიძის 7ბ. ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში საქართველოს მასშტაბით (სამუშაო საათებში – 9:00-დან 18:00 საათამდე).
საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ პირებს, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყვნენ 40 წლის ან მეტის.
დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვისა და გასვლის თარიღის შემოწმება შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე არსებულ, მომხმარებლის პირად პროფილზე, რომელზე შესასვლელადაც, საჭიროა მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც ბუღალტრისგან უნდა მიიღოს.
საპენსიო სქემის დატოვების შემდეგ, დაგროვებული თანხა შემომტანებს – სახელმწიფოს, დამსაქმებელს და დასაქმებულს დაუბრუნდებათ.