ქრთამის აღების ბრალდებით, მარნეულის საკრებულოს წევრი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1976 წელს დაბადებული, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რაგიმ ასკეროვი მარნეულში, საკრებულოს შენობასთან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიყვანეს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებისგამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი რ.ა. მოქალაქეს – შ.მ.-ს, 3000 ლარის სანაცვლოდ, ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებას დაჰპირდა. შ.მ.-ს აღნიშნული თანხის ნახევარი -1500 ლარი თავიდანვე უნდა მიეცა, ხოლო დანარჩენი – მოგვიანებით უნდა გადაეცა.
შ. მ. და რ. ა. ერთმანეთს შეთანხმებისამებრ, მიმდინარე წლის 7 მარტს მარნეულში შეხვდნენ. შ. მ.-მ საკრებულოს თანამშრომელს 1500 ლარი გადასცა, დარჩენილი თანხა კი 20 მარტს მისცა. სამართალდამცველებმა რ.ა. მიმდინარე წლის 28 მარტს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მარნეულში დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.