“იმ დღეს, როცა მდინარაძემ ეკა ბესელიას შეცდომით გაუგზავნა მესიჯი, გირჩის ერთ-ერთი წევრი ფიქრობდა Coub-ის გაკეთებას და ამისთვის უნდოდა მდინარაძის და ბესელიას კადრები, youtube-ზე ეძებდა კადრებს და რომ აკრიფა ეკა ბესელია, მესამე თუ მეოთხე ვიდეოდ ამოვარდა ეს კადრები – ასე აღმოვაჩინეთ. ჩვენთვის ეს აქტუალური თემაა, იმიტომ, რომ 16 ადმიანი ელოდება ჯერ კიდევ იმას, რომ შეიძლება გააგზავნონ ციხეში, იმისთვის, რაც არ არის დანაშაული და არის სრული სიგიჟე. ამან მიიქცია ყურადღება და გავაკეთეთ საჯარო განცხადება, ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატმა, ჰერმან საბომ, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში თქვა, რომ იმისთვის, რისთვისაც ადამიანებს ემუქრებათ რვაწლიანი სასჯელი, აგერ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს, ორი კვირის წინაა ატვირთული და შსს-ს რეაგირება არ მოუხდენია.
ზურაბ ჯაფარიძე, “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი
TVპირველის ეთერი