ვენესუელას ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 6 აპრილს დაიწყება ოპერაცია “თავისუფლება”, რომელიც, მისივე თქმით, იქნება გადამწყვეტი პროცესი პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორებისა. აღნიშნულ ინფორმაციას გუაიდო საკუთარ ტვიტერზე დებს.
“6 აპრილისთვის სათანადოდ ვემზადებით, რადგან ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად” – წერს ოპოზიციის ლიდერი.
გუაიდო მოუწოდებს მოქალაქეებს, პოლიციას, რომ მაქსიმალურად იყვნენ მობილიზებულნი, რათა დაიცვან მოქალაქეები მადუროს სამხედრო შეტევებისგან.
შეგახსენებთ, კრიზისი ვენესუელაში მიმდინარე წლის 23 იანვარს დაიწყო.