ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: “შეხვედრაზე, მინისტრებთან საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომ ნაბიჯებს შევათანხმებთ”

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე ისაუბრეს. ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში ვითარება უარესდება როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატო-სთვის. მისი თქმით, მომავალ კვირას გაიმართება ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე შავი ზღვის უსაფრთხოება იქნება.

“მთავარი ყურადღება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს დაეთმო. ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს. პირველ რიგში ის, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში ვითარება უარესდება როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატო-სთვის. გარდა ამისა, ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობდით შავ ზღვაზე საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე. მომავალ კვირას გაიმართება ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე შავი ზღვის უსაფრთხოება იქნება. მინისტრებთან ამ საკითხზე საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომ ნაბიჯებს შევათანხმებთ,“ – განაცხადა აპატურაიმ.

იტვირთბა....