ახალი ამბები ვიდეო პოლიტიკა

ლადო კახაძე: “ჩემი და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობა უანგაროა” (ვიდეო)

“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლადო კახაძის განცხადებით, მისი და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობა უანგაროა.

როგორც მან “მეტრონომთან” საუბრისა აღნიშნა, იცის რა ფასად დაუჯდა ივანიშვილს წარმატება.

“მე მაინც ვირტუალურ დახასიათებას ვიტყვი და იქიდან დავიწყებ, რომ ჩვენ ერთი თაობის, ერთი ეპოქიდან წამოსული, ერთნაირ გამოწვევებში მყოფი კაცები ვართ. მე ყოველთვის მიხარია ჩემი ყველა მეგობრის წარმატება. მე ვიცი, რა ფასად უჯდება იმ ადამიანს ეს წარმატება, მითუმეტეს ისეთ საქმიანობაში, სადაც ყველაზე დიდი რისკებია, მატერიალურ რისკებს ვგულისხმობ, სადაც, ფულის გარკვეული რაოდენობისთვის, ერთმანეთს ხოცავენ ადამიანები, აქ რომ გაიმარჯვებ ადამიანი, სხვას მოახმარ და სხვისთვის იცხოვრებ და სხვას ხელს გაუწვდი, ქალაქს, დაბას, სოფელს, რაიონს.. ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული და მე მას ამას ვუფასებ, არამარტო ვუფასებ, ხმამაღლა ვამბობ კიდეც.

რაც შეეხება პირადულ შთაბეჭდილებას, ხელის ჩამორთმევიდან, თანამშრომლობიდან, ჩვენი ურთიერთობიდან, ჩვენი თანამშრომლობიდან და ოჯახში მიწვევიდან, ძალიან კარგი და თბილია. მე ეს ხმამაღლა სათქმელად მიღირს, ჩემი ასაკის კაცს ასეთი რამ არ უნდა შეეშალოს, იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობა უანგაროა, მინდა ეს ცალკე თემად გამოვყო, ვიცი გახდება საჭორაო საკითხი, მინდა გითხრათ, რომ მისი და ჩემი ღირსება იმ ვექტორზე გადის, სადაც უანგარობა, ურთიერთობის ასეთი ფორმა გაცილებით მაღლა ფასობს და სიმდიდრეს ჰმატებს ადამიანს, ვიდრე რაღაცით დამოკიდებულება”, – აღნიშნა ლადო კახაძემ.

იტვირთბა....