ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით სერგეენკო: სამინისტროში სოციალური მუშაკების მძიმე მდგომარეობაში ყოფნის მომენტი გაგვექცა

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, სამინისტროში მომენტი გაექცათ, როცა სოციალური მუშაკები იყვნენ მძიმე მდგომარეობაში.

მისი თქმით, სოციალური მუშაკები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და იქამდეც მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, ჰქონდათ ბევრი სამუშაო და იყვნენ რთული გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულების პროცესში.

რაც შეეხება ხელფასების გაზრდის საკითხს, სერგეენკომ აღნისნა, რომ შეუძლებელია, ეს იმის საფუძველზე მოხდეს “რამდენად მძაფრად იქნება გამოხატული პროტესტი”

“გეგმის პირველი ნაწილი ამ ტვირთისგან მათი განტვირთვაა, ჩამოშორება ისეთი საქმეების, რაც მათ პრობლემებს უქმნის და ეს უკვე დაწყებულია. მეორე ნაწილია პროფესიული მხარდაჭერა, რომ ისინი ერთი ერთზე აღარ იყვნენ პრობლემების პირისპირ. ესეც შესრულებულია. მესამე არის ტექნიკური მხარდაჭერა, ტრანსპორტზე იყო აქცენტირება. სანამ გაფიცვა დაიწყებოდა, ყველა რეგიონში თითო მანქანა გამოიყო და თბილისში ორი. უახლოეს ერთ კვირაში გვექნება + 11 მანქანა”, — ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

იტვირთბა....