ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილებით,საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2006 წლის ოქტომბერში ადმინისტრაციული წესით დააკავეს და გააძევს, რუსეთმა კომპენსაციის სახით 2 000-დან 15 000 ევრო უნდა გადაუხადოს. გადაწყვეტილება მოსამართლეებმა ერთხმად მიიღეს.
სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 19 მომჩივანიდან, თითქმის ყველას მიმართ ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლები დაარღვია.
სასმართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც სულ მცირე 48 საათით დააკავეს, კომპენსაციის სახით 10 000 ევრო უნდა მიიღონ. 12, 500 ევრო უნდა მიიღოს იმ მომჩივანმა, რომელმაც 2-და 10 დღემდე გაატარა პატიმრობაში, ხოლო მათ, ვინც 10 დღეზე მეტი ხნით დააკავეს, რუსეთმა 15 000 ევრო უნდა გადაუხადოს.