მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“გუშინ მოსაკლავად მომდევდნენ, დღეს თურმე ეკლესია შეგვიდგენს კოდექსს სექსუალური აღზრდაზე”

„სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით. ასევე, თუ ოჯახი მოითხოვს კონკრეტულ შემთხვევაში, მართლმადიდებლურ ეკლესიას და სხვა კონფესიებს, ვისაც მოითხოვს კონკრეტული ოჯახი, მათ უფლება ექნებათ ჩაერთონ და კონსულტაციები გაიარონ ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით.

ვაშა მეგობრებო, ამიერიდან ისეთი ხალხი გადაგვიწყვეტს რა ასწავლონ ჩვენს შვილებს, რომელთაც მინიმალური ცოდნაც კი არ აქვთ ამ საკითხებში! სასულიერო პირი ბავშვთა ფსიქოლოგია, გენდერის მკვლევარია, ამ საკითხების ექსპერტია თუ ვინ არის!
მათი ჩარევა გამოიწვევს იმას რომ მთელი რიგი საკითხები დარჩება მიღმა და მათ უბრალოდ არ შეიტანენ, ჩვენ თუ ისეთი საკითხები არ ვასწავლეთ ბავშვებს სკოლებში რომ რეალურ პრობლემებს დავუპირისპირდეთ და აღმოვფხვრათ მაშინ გინდ სექსუალური განათლება დაარქვით და გინდ რელიგიის სწავლება!

დაბოლოს, ეს კონსულტაციებიც კი არათანაბარ პირობებში ამყოფებს რელიგიურ კონფესიებს და გათვლილია მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთათვის, თორემ კილაძემ ახლა ძალიან კარგად იცის როგორი დაბალია მაგ: მუსლიმი თემის ჩართულობა და რომ ასეთი ოჯახებიდან ე.წ მოთხოვნა ჩართულობაზე საერთოდ არ იქნება!

ვინ ჭამს ამას, გუშინ მოსაკლავად მომსდევდნენ მხოლოდ სექსუალურ ანატომიაზე ვიდეოების გამო და დღეს თურმე ეკლესია შეგვიდგენს კოდექსს სექსუალური აღზრდაზე”:))

ხატია ახალაია

დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო  კილაძემ განაცხადა, რომ:

“სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ მშობლის თანხმობით”

იტვირთბა....