“საქართველოს ბანკი” საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია გავრცელებულ ყალბ ანგარიშებზე. ბანკი მოუწოდებს თავის მომხმარებელს სიფრთხილისკენ და მიუთითებს, საეჭვო ბმულზე გადასვლისგან თავი შეიკავოს.
“ძვირფასო მომხმარებლებო, “საქართველოს ბანკს” Facebook-ზე და Instagram-ზე აქვს მხოლოდ ერთი ოფიციალური ანგარიში. გავრცელდა რამდენიმე ყალბი ანგარიში, რომლებიც ცდილობენ თქვენს შეცდომაში შეყვანას. გთხოვთ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის, არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე, რომლებიც ვრცელდება ამ ყალბი ანგარიშებით”. – წერს “საქართველოს ბანკი”.
როგორც ირკვევა, ყალბი გვერდების მეშვეობით მომხმარებლებს აიძულებენ შეიყვანონ თავისი ინტერნეტ-ბანკის ლოგინი და პაროლი, რითაც ცნობილი ხდება კონკრეტული მომხმარებლის მონაცემები.
ბანკი მოუწოდებს კლიენეტებს მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს და ინტერნეტ-ბანკის საკუთარი პაროლი უცხო და საეჭვო საიტებზე არ მიუთითონ.