მთავარი ციტატა

“შეჯიბრი იწყება… ყველგან გავიმარჯვებთ”

“მთაწმინდელების წინაშე ლადო კახაძისდამსახურება იმდენად დიდია, რომ მასთან კონკურენცია ბევრს გაუჭირდება. ის იყო თბილისის პირველი საკრებულოს თავმჯდომარე, რა დროსაც შემუშავდა მთაწმინდის ფერდობის დაცული პროგრამა უხვი ნალექებისგან, მათ შორის მიწისქვეშა კომუნიკაციების პროექტი გაკეთდა. სწორედ ამ პროექტზე დაყრდნობით მოხდა რუსთაველისა და ოპერის თეატრების რეაბილიტაცია, რომლის საძირკველი გამორეცხილი ჰქონდა მთაწმინდის წყლებს. ლადო კახაძე ბევრ მთაწმინდელსა და თბილისელს მოემსახურა უფასოდ, როგორც ექიმი და როგორც კონსულტანტი. მისი დამსახურებაა იმაში, რომ ყოველთვის თბილისელების ინტერესების სადარაჯოზე იდგა. შეჯიბრი იწყება და ნახავთ, რომ ამ შეჯიბრში „ქართული ოცნება“ კარგ შედეგებს მიაღწევს, ყველგან გავიმარჯვებთ, მაგრამ არც ტრაგედიაა იმაში, რომ ოპოზიციის წარმომადგენელმა გაიმარჯვოს.

ზაქარია ქუცნაშვილი, “ქართული ოცნების” წევრი.

იტვირთბა....