„ორსულად რომ მყავდეს მეუღლე და ეხოსკოპისტი მჭირდებოდეს, ლადო კახაძესთან, ალბათ, მივიყვანდი. დიდი სუფრა რომ იყოს და თამადა გვჭირდებოდეს, ამასაც შეიძლება დავთანხმებოდი. როდესაც ვსაუბრობთ პარლამენტზე, ლადო კახაძის დაყენება არის მთაწმინდელების, მთელი საზოგადოების შეურაცხყოფა და დაცინვა. „ქართული ოცნებისგან“ ეს ჩვეულებრივია იმიტომ, რომ ისინი საერთოდ ვერ ხვდებიან რა კატასტროფის წინაშე არიან, ლადო კახაძის არჩევანი სწორედ ამის მანიშნებელია. როდესაც პარტიას აკლია კვალიფიციური იურისტები, ეკონომისტები, როცა მმართველი პარტიის და შესაბამისად, მთავრობის მთავარი პრობლემა კვალიფიკაციის ნაკლებოდა და უნიათობაა, ლადო კახაძე ნამდვილად მკვდარზე „ვენოკია“ „ქართული ოცნებისთვის“. მე მას პერსონალურ შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ როგორც პოლიტიკოსმა ლადო კახაძემ რით დაგვამახსოვრა თავი? 90-იანების ბოლოში ის იყო „ლეიბორისტი“, შემდეგ გადმოხტა „მოქალაქეთა კავშირისკენ“ და გახდა საკრებულოს თავმჯდომარე, შემდეგ იყო დიდი პაუზა, 2016 წელს ბურჭულაძის პარტიიდან იყრიდა კენჭს და მიიღო 2%“
გიგი უგულავა
“ინტერპრესნიუსი”