ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დარწმუნებული ვარ, ლადო კახაძე გაამდიდრებს პარლამენტს” – კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კიბახიძემ მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მიერ შუალედურ არჩევნებზე მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ  ის გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს.

მისივე თქმით, ყველა კანდიდატი არის პროფესიონალი და ისინი დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ.

“ჩვენ გვქონდა დღეს მსჯელობა პოლიტსაბჭოს ფორმატში და საბოლოოდ დავამტკიცეთ ექვსი კანდიდატი – როგორც მერობის, ასევე თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. დარწმუნებული ვართ, რომ ისინი დამაჯერებლად გაიმარჯვებენ ამ არჩევნებში. ისინი არიან საქმის პროფესიონალები, მათ უყვართ თავიანთი ქალაქი, სოფლები, რაიონები და ისინი საუკეთესოდ გაუძღვებიან იმ საქმიანობას, რაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის განვითარებასთან.

ლადოს რაც შეეხება, მას კარგად იცნობს ყველა და წარდგენა რეალურად არ სჭირდება და დარწმუნებული ვართ, რომ ის გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ კანდიდატები “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეარჩია თუ რა ფორმით მოხდა კანდიდატებზე შეჯერება. კობახიძის თქმით , კანდიდატებზე მსჯელობა “კვირების მანძილზე პარტიაში მიმდინარეობდა და შესაბამისად, ეს იყო პარტიის საერთო გადაწყვეტილება”.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად ცნობილი ექიმი ლადო კახაძე წარადგინა.

 

იტვირთბა....