ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამ წუთებში პრესკონფერენციას მართავენ.
პრემიერმა თავის გამოსვლაში აქცენტი რეგიონის უსაფრთხოებაზე გააკეთა და ნატოს გენმდივნის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ნატოს გენერალური მდივანი ასევე ეწვევა ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრება მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას.
სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში დღესვე დასრულდება. ის თბილისს 24 მარტს ეწვია.